“თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა” – ასე მიმართა, პროევროპული აქციებისას დაკავებულმა თორნიკე გოშაძემ დასკვნითი სიტყვის დროს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
„აქციაზე ვიყავი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა: „რუსეთი არის მტერი“, – განაცხადა თორნიკე გოშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დამნაშავედ მცნოთ. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ.[…]თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე. არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე და მიზეზი იმის, რატომ ? – ეს თქვენს სამართლიანობაზ