”თქვენი პრემიერმინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა, ისევე, როგორც მმართველი პარტია სრულად. ეს უდიდესი ღალატია ქართველი ხალხის, მისი წარსულის, აწმყოსა და მით უმეტეს, მომავლის. მე არ ვერევი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ქართული ხელისუფლება იღებს რუსული რეპრესიული კანონის ასლს, ვერ გავჩუმდები, როგორც რადას დეპუტატი და როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი არღვევს ევროკავშირის პრინციპებს და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ანტიევროპულია. ღარიბაშვილის სიტყვები მეორე ფრონტზე სუფთა პროპაგანდა და ტყუილია. გასაკვირია, რომ მას არ აქვს კითხვები რუსეთთან, რომელსაც აქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და აქვს კითხვები უკრაინასთან, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ ხალხს, მათ შორის 2008 წელს და რომელიც დღესაც საერთო მტერს ებრძვის. შტირლიცი ბოლოს გაყიდა პარაშუტმა, რომელიც ეკეთა და ქართული ოცნების კავშირებს მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს. ქართველ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, პირველი გამარჯვება მიღწეულია. თქვენ დაიცავით თავისუფლება და ეს მთავარია, რადგან რუსეთი ჯერ გართმევს თავისუფლებას და შემდეგ ქვეყანას. ეს მოხდა ბელარუსში და არავის გვინდა, საქართველო ამ გზა დაადგეს.”
აცხადებს რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, რითიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.