”თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის” – ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს

”თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ესტონეთის პრეზიდენტთან ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ.

”ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.