“მოდით, წაგებას სახეს ნუ დააკარგინებთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენი მდგომარეობა არის მძიმე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო. თქვენი დაკარგული, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ.
სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა ღირსეული პასუხი. თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში”.
განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.