“თქვენს წასვლამდე დარჩა 3 თვე!” -სამოქალაქო მოძრაობამ “სირცხვილია” ამ წარწერით საკუთარი ოფისის აივანზე ბანერი გამოფინა. მომავალი 3 თვის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატებს ფანჯარაში გახედვისას სწორედ ეს ხედი ექნებათ, რადგან საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრებიდან ბანერი საკმაოდ კარგად ჩანს და კითხვადია.