ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს მიმართავს, რომ მის ადგილზე დილიდან საღამომდე იტირებდა.
“ფარისევლობა შეგატყვეთ, რა გაცინებთ? თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ, კაცო, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურის მემკვიდრეობაზე.
ენა იმისთვის არ მიუცია ღმერთს ადამიანისთვის და, მითუმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს…”,– თქვა მან პარლამენტის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, ელისაშვილს “მგლობის” ვერაფერი შეატყო.
“თუ გავიხსენებთ თქვენს გამონათქვამებს პარლამენტში შემოსვლამდე, თქვით ასეთი რამ – პარლამენტში დევს 90 მუთაქა, ქართული ოცნებიდან, ეს ჩვენ ვართ ძვირფასო კოლეგებო – მუთაქები, და 60 მგელი, რომ შევალთ იქ [პარლამენტში], ნახეთ, რას დავატრიალებთ, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ”,– აღნიშნა წულუკიანმა.