თქვენ ასეთები არ ხართ, პუტინის აგრესიამ მოგკვეთათ მსოფლიოსგან და გაბრუნებთ მე-19 საუკუნეში – ბაიდენი

“თქვენ ასეთები არ ხართ, პუტინის აგრესიამ მოგკვეთათ მსოფლიოსგან და გაბრუნებთ მე-19 საუკუნეში” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ახლა ვლადიმერ პუტინის აგრესიამ მოგკვეთათ თქვენ, რუსები, მთელი მსოფლიოსგან. ის აბრუნებს რუსეთს უკან, მე-19 საუკუნეში. თქვენ ასეთები არ ხართ. ეს არ არის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ თქვენი ოჯახები და შვილები. სიმართლეს გეუბნებით, ამ ომს თქვენ, რუსი ხალხი არ იმსახურებთ. პუტინს შეუძლია და უნდა დაასრულოს ეს ომი ” –  განაცხადა ბაიდენმა.