“შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, გამიგეთ?! ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო, აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ [ჟურნალისტები], თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.
პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე, რატო გვილახავთ ღირსებას? მოძალადეებო. თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვართმევთ.
დაიმსახურეთ [ცემა]! თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტექნიკურად, პი პი პი პიპ. ხელით გეხებით კი არა, დავაპიპინე”
მიმართა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.