თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა – ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ 2029 წერლს, შესაძლოა  მოლდოვა და უკრაინა EU-ში გაწევრიანდნენ, თუმცა უცნობია სად იქნება საქართველო ამ დროს. კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პრობლემა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით რადგან ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც  მკაფიოდ აღნიშნა ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც.

”თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკი​თან, უკრაინას იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?” – განაცხადა კუბილიუსმა.