თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი – ოქრუაშვილი ხაზარაძეს

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვეფხისტყაოსნის ერთი კუპლეტით ეხმიანება.

“მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი, ბებიაშენისამ…”,– წერს ოქრუაშვილი Facebook–ზე.

გუშინ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.