თქვენ მოგიკვდით მე, მიავიწყდით ბიძინას.. რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ? – ინგა გრიგოლია “ოცნების” საარჩევნო სიაზე

“რა ტყუილად მოუკლავთ თავი ექსპერტებს, „რეაქციაში“ რომ დადიოდნენ იმედით, რომ საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ. თქვენ მოგიკვდით მე. რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ?  ” -ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ქართული ოცნების“ 150-კაციანი საპარლამენტო არჩევნების სიის  გამოქვეყნებას.

“უი, მართლა რა ტყუილად მოუკლავთ თავი იმ ექსპერტებს, ,,რეაქციაში,, რომ დადიოდნენ დიდი იმედით და რიხით , რომ ,,ოცნების,,საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ და სწორედ ამ იმედით რომ დაემორჩილნენ მერე დედა პარტიის ბოიკოტს ტვ ,,პირველის,, მიმართ …არც ერთი არ ჩაუსვამთ სიაში. თქვენ მოგიკვდით მე.რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ?))))))))))))))))))))))))

p.s-გევლოთ ჩვენთან, არ გამოგეცხადებინათ ბოიკოტი ბოლო წამამდე და მოხვდებოდით სიაში,მიავიწყდით ბიძინას,რაც აღარ ჩანდით”- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

დღეს “ქართულმა ოცნებამ”  პროპოციული სია წარადგინა.  ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში არიან. სიაში არ არის დეპუტატი სოფო კილაძე. ის მერვე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.