თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? – გიგა ბოკერია გახარიას

“თქვენ პატივს სცემთ მათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო?”,- ასე მიმართა პრემიერ გახარიას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ. გახარიამ უპასუხა, რომ მეტი დრო სჭირდება.

,,პანკისში ხომ არ გაქვთ სპეცოპერაცია ჩასატარებული, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენ პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი?”,- უპასუხა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პრემიერი “დიდ გულზე” იმათთანაა, ვინც ცივილიზებულად ელაპარაკება.

“ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ , ეგრეა ხო თქვენი მსოფლმხედველობა? მარტო თქვენ რომ გამცირებდნენ, არ იქნება პრობლემა, ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია რომ ჰკიდია, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან აქ დიდ გულზე იყოთ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ. ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება, თქვენი აზრით?”,- მიმართა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა პრემიერს ურჩია, ტონი შეიცვალოს.

“მინდა გირჩიოთ ერთი რამე. ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზ.ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვენ ეს პოპულისტებიო და 5 დღეში რომ გახსენით, ახლა მოგვისმინეთ, ტონით შეიცვალეთ და იქნებ რაღაც გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.