თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მაკო გომურს თვალი დააკარგვინა და ეს უნდა გახსოვდეთ – ნადირაშვილი გახარიას

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, ირმა ნადირაშვილი გახარიას 20 ივნისის მოვლენეს ახსენებს და ურჩევს, როცა თვითშეფასების გაზრდისთვის სტატუსებს მიაწვდიან, გავრილოვის ღამე გაიხსენოს.

“მაინტერესებს, თქვენი ტონი რაზე დაყრდნობით შეიცვალა, როცა შეურაცხყოფა მიაყენეთ პარლამენტს, ოპოზიციას და თქვით რომ ჩვენი დრო არ გაქვთ. შემიძლია ვივარაუდო, რომ კოლექტიურმა კოკა ყანდიაშვილებმა, ბოტებმა თქვენ გითხრეს, რომ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარეთ. მაგრამ მე გირჩევთ, რომ ყოველთვის, როცა ასეთ ხელოვნურ მესიჯებს შემოგიტანენ თვითშეფასების ასამაღლებლად, ჯობია გავრილოვის ღამე გაგახსენდეთ, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, უახლოეს ისტორიიდან, ვინც მაკო გომურს თვალი დააკარგვინა და ეს უნდა გახსოვდეთ პარლამენტშიც და გარეთაც”,- მიმართა ნადირაშვილმა გახარიას.

გახარიას 20 ივნისის მოვლენები დღეს ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამაც შეახსენა და უთხრა, რომ ვერასდროს ჩამოირეცხავს თვალთხარიას სახელს.

“ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ, დასავლურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.