კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაზე თავდასხმას აგრძელებს. მან დღეს TV პირველის ჟურნალისტს კითხვებზე არ უპასუხა და “აღვირახსნილი” უწოდა.
“თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები”, — უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თეა წულუკიანის მიერ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. მინისტრი ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენას ხშირად იყენებს.