“თქვენ ხელშია საქართველოს მომავალი. თქვენ ხელში, ჩემს ხელში, ჩვენ ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ არც ჩამოხვალთ და არც გექნებათ სურვილი რომ დაბრუნდეთ.

ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი რამდენად გართულდა ეს მონაწილეობის მიღება, რომ უბნები სამწუხაროდ არ გაგვიხსნეს. მაგრამ ამის მიუხედავად მე ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრები იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა. ასევე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს, ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ სადაც დგას საქართველოს მომავალი.”

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ვიდეომიმართვაში გ სადაც მან დიასპორის წევრებს მიმართა და მათ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.