“”თქვენ ხომ არ ხართ ლესბოსელი, ან გეი, ან ტრანსგენდერი? ” – ასე მიმართა, დღევანდელ, 5 ივლისის ძალადობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, მოძალადეების ადვოკატმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს.
დეა მამისეიშვილსა და მის ოპერატორზე, დათუნა ახალაძეზე თავდასხმისთვის განსასჯელის სკამებზე თემურ ხარაული და ილია ქებაძე სხედან.