იაბლონსკის თქმით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობა დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პაველ იაბლონსკი ავრცელებს. მისი თქმით, აუცილებელია ემბარგო რუსულ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ქვეყანა სხვებს აწვდის ან თავისი მრეწველობისთვის იყენებს.

  • “ასევე იმ კონტექსტში, რომ ყველა რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვა უნდა მოხდეს. ძირითადად ვსაუბრობ გაზპრომბანკზე, რომელსაც რუსეთი მრეწველობის მიმართულებით იყენებს”, – თქვა მან.