იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს, გაუქმების ზარი 30 ივნისს არის შედგენილი- შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

“იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს, გაუქმების ზარი 30 ივნისს არის შედგენილი”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.  ფაილებს, რომლებიც საქმის მასალებში დევს, მოყვება შედგენის თარიღი. ამ თარიღის შეცვლა შეუძლებელია. იაკობ ბრეგვაძის 112-ში გაუქმების ზარი კი ამ მონაცემების მიხედვით 2020 წლის 30 ივნისს, 11 საათსა 10 წუთზე და 46 წამზეა შედგენილი.

2020 წლის 19 ივნისი, 00 საათი და 49 წუთი – იაკობ ბრეგვაძე საკუთარი მობილური ტელეფონიდან რეკავს ნომერზე 111, საუბრის ხანგრძლივობა 14 წამი. ლოკაცია მცხეთა. წესით ფოტოგრაფი 112-ში ცდილობს დარეკვას, მაგრამ ნომერი ეშლება. ესაუბრება ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზის ოპერატორს, ხვდება რომ არასწორად დარეკა და თიშავს.

00 საათი და 50 წუთი – იაკობ ბრეგვაძე რეკვას უცხო ნომერზე, საუბრის ხანგრძლივობა 91 წამი. ვის ურეკავს ფოტოგრაფი, არავინ იცის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დეტალური მონაცემებს დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ნომერი ბაზაში არ ფიქსირდება. ამ საუბრიდან ზუსტად ხუთ წუთში ბრეგვაძის ტელეფონზე ფიქსირდება შემომავალი ზარი, საუბრის ხანგრძლივობა 81 წამი. ნომერი, რომელიც საქმის მასალებშია მითითებული, მცხეთის სამორიგეო სამსახურს ეკუთვნის.

როგორც ჩანს სამორიგეოში ბრეგვაძეს პატრულის ეკიპაჟს ერთ-ერთი წევრის გიორგი ზარიაშვილის ნომერს აძლევენ. 01 საათსა 08 წუთზე და 12 წამზე ფოტოგრაფი პატრულთან რეკავს. ესაუბრება ერთ წუთზე მეტ ხანს. ამ საუბრის დასრულებისთანავე  ფოტოგრაფთან ზარი 112 დან შედის. ზარის ხანგრძლივობა 133 წამია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერის პირველი ნაწილი, 1 წუთი და 16 წამი დამონტაჟებულია. ამ  ჩანაწერში არ ჩანს საუბრის დასაწყისი. საიდანაც მარტივად გაირკვეოდა, ბრეგვაძემ დარეკა 112-ში თუ პირიქით. ამ საუბრიდან 10 წუთში, 01 საათსა და 19 წუთზე, იაკობ ბრეგვაძის ტელეფონზე ისევ მცხეთის პოლიციის სამორიგეოდან რეკავენ და 2 წუთზე მეტ ხანს ესაუბრებიან. ეს უკვე ის დროა,როდესაც ბრეგვაძე პოლიციის მანქანაში ზის.

დაახლოებით 01 საათსა და 15-16 წუთზე, სანამ არაგვის ხიდზე გადავიდოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას. მან განგვიცხადა,რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ. ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავალ პირებს დაუწყეს გინება, მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და იქ თუ კიდევ რა მოხდა აღარ დაუნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული  ჩანაწერის მეორე ნაწილი, ე.წ გაუქმების ზარიც გაყალბებულია. ამის დადგენას ბევრი არაფერი სჭირდება. ფაილებს, რომლებიც საქმის მასალებში დევს, მოყვება შედგენის თარიღი. ამ თარიღის შეცვლა შეუძლებელია. გაუქმების ზარი კი ამ მონაცემების მიხედვით 2020 წლის 30 ივნისს, 11 საათსა 10 წუთზე და 46 წამზეა შედგენილი.

რაც უკვე მოისმინეთ, გამოძიების მასალიდან ამოღებული ოფიციალური დოკმენტაციის შინაარსია. გამოდის, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბგრეგვაძე ორივე დაკითხვის დროს ცრუობს. ის ორივეჯერ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 112-ში თავად დარეკა. არადა, ფაქტია, არ დაურეკავს. მეორე ჩვენებაში კი კიდევ ერთ ტყუილს ამბობს, რომ გამოძახება თავად გააუქმა.