“96 000-მდე უნიკალურ ადამიანში, იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირება, თვითონ რეინფიცირების რიცხვი, რა თქმა უნდა, მეტია.

ყველაზე დიდი რაოდენობა არის ერთხელ რეინფიცირება, ანუ, როცა ადამიანი ერთხელ იყო დაინფიცირებული და მეორედ დაინფიცირდა, მაგრამ გვაქვს ასევე ორჯერადი რეინფიცირება, როცა ადამიანი ორჯერ იყო ინფიცირებული და, ასევე, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში – სამჯერ ინფიცირებულებიც”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.