იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ გაიხსნას თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები – ტიკარაძე

”იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ გაიხსნას თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები”-  ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და კიდევ რომელ სფეროს შეეხება რეგულაციების შემსუბუქება.

“პირველი თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები, ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბარი ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. უკვე კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და ვიზრუნებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად უფრო ეფექტური”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.