იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება – ფუმიო კიშიდა

“იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება ” – იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა რუსეთის მიერ იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას გამოეხმაურა და სიტუაციას “მიუღებელს” უწოდებს.  კიშიდა ასევე აღნიშნავს, რომ იაპონია გააგრძელებს რუსეთის სანქცირებას.

“მთელი ეს სიტუაცია შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და რუსეთის პასუხი, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და კატეგორიულად მიუღებელი. იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად”. – აღნიშნა კიშიდამ.