იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს – ამის შესახებ, შესაბამისი განცხადება, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კაშიდამ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გააკეთა. მისი თქმით, იაპონია, NATO-ს ფონდის შუამავლობით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც უკრაინის ფონდისთვისაა გამოყოფილი.
- “პარტნიორებმა, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სტრატეგიულ ინტერესებს, მომავალშიც უნდა გაამყარონ საკუთარი კავშირები“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა.