იაპონია 2020–ში ჩაშლილი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება და წარიმართება დევიზით: “იმედი ანათებს ჩვენს გზას.“

ესტაფეტის პირველი პუნქტი ფუკუსიმას პრეფექტურა იქნება, სადაც 2011 წელს ატომური ელექტროსადგურის საშინელი ავარია მოხდა. იქიდან ოლიმპიური ცეცხლი იაპონიის დანარჩენ 47 პრეფექტურაში სამოგზაუროდ გაემართება.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ბევრი სხვა მასობრივი ღონისძიება, ისიც კორონავირუსის გამო გადაიდო. ოლიმპიური თამშების დაწყების ახალი თარიღი 2021 წლის 23 ივლისია.