იარაღი ადრე რომ მიგვეღო სევეროდონეცკის დაბრუნებას შევძლებდით – გაიდაი

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან იარაღი ადრე რომ მიეღო უკრაინას, ქვეყანა ლუჰანსკის რეგიონის ოკუპაციას აიცილებდა.

“იარაღი ადრე რომ მიგვეღო, მაშინ, პრინციპში, სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი შეგვეძლო. პრობლემა ის არის, რომ რუსებს საბჭოთა არტილერიის უზარმაზარი რაოდენობა აქვთ,” – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაიდაიმ.