საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ვაშაძის თქმით, ბანკი პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვით კი ისინი პასუხებს ვერ იღებენ.
“არცერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ, საიდუმლოაო. ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უნამუსოები ხართ უბრალოდ! გაჩუმდი მართლა რა, იაფფასიანი კლოუნი, 9 გაუნათლებელი რაღაც თქვით ერთ გამოსვლაში, ხელშეკრულება კი არა, წიგნი წაიკითხე, თხა და გიგო და მერე მელაპარაკე”,– მიმართა ვაშაძემ ზარქუას.
ზარქუამ მას პოპულისტი უწოდა და იმ ხელშეკრულების წაკითხვისკენ მოუწოდებდა, რომელიც ლიბერთი ბანკისა და პენსიონერების ურთიერთობას არეგულირებს.