იაფფასიანი ანტიდეპრესანტი ფლუვოქსამინი თითქმის მესამედით ამცირებს კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრაზილიელი, ამერკელი, კანადელი და ავსტრალიელი მეცნიერები მაშტაბური კვლევების შედეგად.
ავტორიტეტულ ჟურნალ Lancet–ში გამოქვეყნებულ სტატიაში მედიკოსები ყვებიან, რომ ექსპერიმენტი ამ წლის იანვარ–აგვისტოში ბრაზილიაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩეულ 1500 პაციენტზე ჩაატარეს. 741 მათგანს ფლუვოქსამინის კურსი ჩაუტარეს, 756–ს კი პლაცებო მისცეს.
მათ შორი, ვინც ფლუვოქსამინს იღებდა ჰოსპიტალიის მაჩვენებელი 30%–ით ნაკლები იყო, ვიდრე იმ ჯგუფში, ვინც პლაცებოს იღებდა. ეს პრეპარატი ანტიდეპრესანტია, თუმცა გვერდითი ეფექტის სახით ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. მეცნიერები ამბობენ, რომ ფლუვოქსამინს შეუძლია კორონავირუსის მიმართ ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია შეამციროს, რომელსაც ციტოკინურ შტორმს უწოდებენ და რომელიც ორგანოების სერიოზულ დაზიანებს, ხშირად კი სიკვდილსაც იწვევს.
ამ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ დასკვნამდე ამერიკის სენტ–ლუისის უნივერსიტეტის მედიკოსთა ჯგუფი ჯერ კიდევ გასულ წელს მივიდა, თუმცა მათი კვლევა ბევრად ნაკლებმაშტაბური იყო.
“ფლუვოქსამინი ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატია, რომელსაც ადრეულ სტადიაზე გამოყენებისას კოვიდით სიკვდილისგან გადარჩენა შეუძლია“– ამბობს კვლევის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ედვარდ მილსი კანადის მაკმასტერის უნივერსიტეტიდან.
ამასთან, ფლუვოქსამინს შეუძლია ძალიან დაეხმაროს კოვიდთან ბრძოლაში ღარიბ ქვეყნებს, რადგან ის საკმაოდ იაფია: როგორც ბრიტანული გაზეთი Independent წერს, ათდღიანი კურსი სულ 4 დოლარი ღირს.