უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა მობილიზაციას წინააღმდეგობა გაუწიონ. განსაკუთრებული აქცენტი მან დაღესტნელებზე, და ზოგადად კავკასიელებზე გააკეთა.
“დაღესტნელები არ უნდა დაიღუპონ რუსეთის მუხთალ, სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ აღმოჩნდნენ. თითქმის 200 ხალხი. თქვენ იცით, ვინ გგზავნით ყველას უკრაინაში საომრად. მას, ვინც თქვენ გგზავნით, უნდათ “ტვირთი–200“–ად გაქციოთ“–თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
“დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას უნდა მისი საკადრო არმიის ჩავარდნა და მისი დანაშაულებრივი ბრძანებები გადაფაროს. დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებში და მოედნებზე, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებში და ტყეებში უბრალოდ სიცოცხლის უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის შემდეგ ტალღებსაც დაიწყებს. იბრძოლეთ! და გაიმარჯვებთ“–თქვა ზელენსკიმ.