„უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში,“
ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, კონსილიუმს სხვა დარგის სპეციალისტებიც დაემატოს.