იგეგმება ღარიბაშვილის ლილუაშვილით ჩანაცვლება – “მთავარი”

იგეგმება ღარიბაშვილის ლილუაშვილით ჩანაცვლება – აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით,  უახლოეს პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე გადაიყვანენ. ჩვენივე ინფორმაციით, სუს-ის უფროსის თანამდებობას კი კვლავ მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაუბრუნდება.

როდის ელოდება ლილუაშვილი დაწინაურებას, ის შეკითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ისაუბრებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში მისი მოსმენა დასრულდება.

ლილუაშვილი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მოვიდა. მას დღეს დეპუტატები მოუსმენენ.