იგულისხმა შიმშილობის უფლება და არა ადამიანის თვითმკვლელობის უფლება – პაპუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

იგულისხმა შიმშილობის უფლება და არა ადამიანის თვითმკვლელობის უფლება – ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, “თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას” და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან.

“პრემიერმა იგულისხმა შიმშილობის უფლება და არა ადამიანის თვითმკვლელობის უფლება. ეს არის საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული და მათ შორის, ქართული კანონმდებლობით დაცული შიმშილობის უფლება. არავის აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი, რომ მიიღოს საკვები. ადამიანის უფლებაა, იშიმშილოს, მათ შორის. არსებობს სპეციალური ინსტრუქცია, როგორ ხდება მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობა.”- განაცხადა პაპუაშვილმა.