Reuters-ის ინფორმაციით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. სააგენტო ააღნიშნულ ინფორმაციას ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ნორვეგიის ოპოზიცია სტოლტენბერგის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა, რადგან პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ იგი შეარყევდა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობა დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს სტოლტენბერგის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე.
იენს სტოლტენბერგი ახალ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც ნატო-ს გენერალურ მდივნად მუშაობის მანდატი ამოიწურება.