იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს – მეუფე ნიკოლოზი კრიტიკას პასუხობს

“იესოსაც აკრიტიკებდნენ, როცა ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს “- ასე პასუხობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მის მიმართ კრიტიკას.

“იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ზოგი ამბობდა, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო… ახლა ვითომ გლახაკებს, იესოსგან რამე აკლდათ. იცით ალბათ, ხომ, ეს ადამიანი, ვინ იყო – ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.