ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანზე ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილზე მეტად ეიმედებოდა, თუმცა მან სამარცხვინო მართლმსაჯულება შექმნა.
“ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.
იმ არხებზე, სადაც ვმუშოაობდი ხოლმე, მაესტროზე და კავკასიაზე, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში, ისე მეიმედებოდა. იმ ადამიანს ქართულმა ოცნებამ სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან თუ ვთარგმნით სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ…”,– თქვა ელისაშვილმა პარლამენტში.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა ამ ადამიანს ცალკე სამინისტროს უქმნიან.