“გაატარეთ ზომები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ” – რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროპარლამენტარები ამ მოთხოვნით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტს ევროპარლამენტარები მიმართავენ.
“ამ დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვინდა დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:
1. 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?
2. თქვენ და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი დაავალებთ თუ არა საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ მისიას , შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანი არ არის კანონის გაუქმება. მათ შორის ამ ფინანსური მხარდაჭერის გადანაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. ასევე აპირებთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან, სანამ კანონი ძალაშია?
3. აპირებთ თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოს ელჩის გამოძახებას, იმისთვის რომ მასთან ეს კანონი დაგმოთ და განიხილავთ თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესაძლებლობას?” ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
🇬🇪🇪🇺 We ask HR/VP @JosepBorrellF to start preparing targeted sanctions against those in Georgia who are steering the country away from its European future.👇We will continue to support Georgia’s pro-European people. pic.twitter.com/9RKPDAF0ed
— Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) May 13, 2024