“პირველად ვაჟღერებ ამას ექსკლუზიურად, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა შევა რეზოლუციაში. თქვენ იცით, რომ ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა და შეჯერებულ ტექსტში არ იყო სანქციებზე საუბარი, მაგრამ წარდგინება მოხდა, როგორც შესწორების სანქციების ნაწილის. როგორც ახლა მაცნობეს ბრიუსელიდან, ეს შესწორება გავიდა და სანქციების საკითხი ჩაიწერება რეზოლუციაში, რომელსაც დღეს ამტკიცებს ევროპარლამენტი”
განაცხადა პარტია “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა “ფორმულას” ეთერში.