,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძი ივანიშვილის მიერ StopСov ფონდში 100 მლნ-ს ჩარიცხვს გამოეხმაურა და თქვა, რო მისთვის ქველმოქმედება და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია.
“90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი – ქველმოქმედება – საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა.
ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს ადამიანი გვერდით და ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს და ეს გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი, ეს ყოველთვის მისასალმებელია. არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არამხოლოდ ეს დონაცია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში”, – განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ საღამოს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” 100 მილიონი ჩარიცხა. ამჟამად ანგარიშზე 124 543 899-ია შეგროვილი.