„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლის არსებობაზე.
გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდში.
„ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას – დიდი რჩევა გვექნებოდა – ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად”, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.