ივანიშვილის მმართველობას გაუვიდა ლიმიტი, უნდა შეიცვალოს – ბიძინა გეგიძე

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ “ივანიშვილის მმართველობა” უნდა შეიცვალოს.

“ივანიშვილის მმართველობა არის ცუდი, უნდა შეიცვალოს, ივანიშვილის მმართველობას უკვე გაუვიდა ლიმიტი. 8 წელიწადი… მე შედეგი მაინტერესებს. ყველაფერს გაუვიდა ყავლი. პოზიტივი, რომელიც მოყვა ქართული ოცნების მოსვლას ხელისუფლებაში და რეჟიმის დამთავრებას, ეს ფასდაუდებელია, თუმცა ის მესიჯები, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, უნდა დაბრუნდეს ღირსება, სამართლიანობა – არცერთი მიმართულებით შედეგი არ იყო”,– ამბობს გეგიძე ტვ პირველზე.

მისი თქმით, იყო ნათელი წერტილები, მაგალითად, პრემიერი კვირიკაშვილი, რომლის ფაქტორის გამოც “ქართულ ოცნებაში” მივიდა.

გეგიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უპერსპექტივობა და სიღარიბეა.

ცნობისთვის, ბიძინა გეგიძე ვაკეში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მის კონკურენტი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიაა, ხოლო “ქართული ოცნებიდან” ნოდარ ტურძელაძე.