”საერთოდ, ივანიშვილი გრძელვადიან ამოცანებს არ ისახავს. ივანიშვილი კარგი ტაქტიკოსია, შესაბამისად, ის წავა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე მისთვის იქნება მომგებიანი.

ერთი წლის წინ მან გააკეთა არასწორი პროგნოზი, რის გამოც მას ბევრი პრობლემები შეექმნა. მისი პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინა ომს რუსეთთან ბლიც-კრიკით წააგებდა ომს. მან მთელი თავისი პოლიტიკა ამაზე ააგო. მერე მიხვდა, რომ შეცდა, მაგრამ, უკვე გვიანი იყო.

ახლა ივანიშვილი გაჰყვება დინებას და მოიქცევა ისე, რაც ამა თუ იმ ეტაპზე იქნება მისთვის მისაღები. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში, რა ვითარება იქნება იგივე არაბულ სამყაროში, უფროს სწორად ისრაელის ირგვლივ. მსოფლიო წესრიგში ვინ იმარჯვებს და ვინ დომინირებს იმაზე იქნება მორგებული.

საერთოდ, მგონია, რომ მცდარია შეფასებები და კლიშე, რაც ოპოზიციამ „მოიფიქრა“ და აცხადებს, რომ ივანიშვილი პუტინის მსახურია და რუსული ხელისუფლებაა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ყალბი მგონია ამგვარი მტკიცებები. ბიძინა პუტინის მსახური კი არ არის, არამედ, ეშინია პუტინის და იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ პუტინი დასუსტდება თქვენ გგონიათ იგი მას არ გადააგდებს? ისე მშვენივრად გადააგდებს, როგორც დაგიბარებიათ”.

ამის შესახებ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “ინტერპრესნიუსს” ესაუბრა.