ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ დასადგურდა უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – ღარიბაშვილი

ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ დასადგურდა უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

“ქართული ოცნება, ამას ყოველთვის შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ყველას, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვაზე არის სწორედ ჩვენი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა, დასადგურდა გრძელვადიანი, უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა განვითარება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.