“ამ განცხადებების მთავარი მიზანი მუქარაა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ ე.წ. ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ ფულს ეძებს, მაშინ, პირველ რიგში, ისინი იმ უკანონო ქონებას უნდა სწავლობდნენ, რომელიც 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ჩინოვნიკებმა დააგროვეს. იქნება ეს ღარიბაშვილი, კალაძე, პაპუაშვილი თუ სხვები […] რეალურად, ეს ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის მორიგი ინსტრუმენტია. მაგრამ, ამ ეტაპზე, ამით ის ვერც პარტიებს, ვერც ერთეულ პოლიტიკურ ლიდერებს და ვერც ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს”.

ასე გამოეხმაურა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას.