საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვს. ისინი თვლიან, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯები და მოიზიდონ საგარეო რესურსები არსებული გამოწვევების დასაძლევად.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში არსებული მდგომარეობს დღითიდღე რთულდება. ქართული ოცნება კი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან ივანიშვილთან ვერ ათანხმებს:
„დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ე.წ. არაფორმალური მმართველობის გამო. გადაწყვეტილებების მიღებიდან მის აღსრულებამდე უზარმაზარი დრო იკარგება. ეტყობა, არ არის ჯერ ივანიშვილთან შეთანხმებული. ალბათ ბუნკერშია და ოცნების დეპუტატების მასთან კომუნიკაცია რთულდება, ვინაიდან მთავრობა ვერასდროს ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მასთან შეთანხმებული არ იქნება“- აცხადებს რომან გოცირიძემ.