”ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ქართული ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი, თუნდაც კულტურის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა საქართველოს, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი. მან ირგვლივ შემოიკრიბა სრულიად საქართველო და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას.”

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.