“ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია. 10 ათასი, უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავათ, გამოდგომოდნენ ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ე.ი. ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში.
ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს.
მათ ცხვირწინ ამხელა შენობებით და ამდენი ათასი კაცით როგორ ოპერირებდა. ხელისუფლებამ, ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამხელა სამუშაო რესურსს რაიმე კვალიფიციური და კანონიერი სამუშაო უპოვნოს, ამ ხალხს გაუგზავნა შეტყობინება და სთავაზობს სომხეთში გადაბარგებას იგივე საქმის საკეთებლად.
ყოჩაღ ლევან ხაბეიშვილს, რომ გაუხეთქა მათ და ჩაუშალა ასეთი სქემა. ახლა ლევანს სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა და დაცვა, რათა სხვა მსგავსი, მათ შორის, პირველ რიგში ქართველების მძარცველი სქემები ჩაშალოს. ჩვენ კი, დროზე უნდა დავასრულოთ ეს მავნებლები თბილისში, იმიტომ რომ ესენი ახალ თაობას სთავაზობენ მარტივ გზას უცხოეთისას.
ქოცების მთელი მესიჯბოქსი და “იმედის” მრავალრიცხოვანი სიუჟეტები ხაბეიშვილზე უტყუარად ადასტურებს, რომ მათ ძალიან მტკივნეულ ადგილას მიარტყა. წარმოიდგინეთ, ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგინებს, რომელსაც ივანიშვილი და ლილუაშვილი კონვერტებით უნაწილებდნენ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, თავდაცვის სამინისტროს და სუს-ის ოფიცრებს, დეპუტატებს…
ივანიშვილის ფულის რეცხვის კარტელის წევრებს ჩვენ სულ მალე ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არა ერევანში, არამედ თბილისსა და ლაზიკაში შევთავაზებთ.
და ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! მახსოვს, თავისი საქმიანობის დასაწყისში, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა”
ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე. მისი გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაავალა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.