ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე წარადგინა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. მისი თქმით, ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი – გამარჯვებისთვის.
„ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთის, ჩვენ ეს კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე ემზადოს გაყალბებისთის. ჩვენ ვემზადებით, ქართველი ხალხი, დიდი გამარჯვებისთვის….
საქართველოში ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის გაკეთბული და ყველაფერი არის გაფუჭებული ბიძინა ივანიშვილის. ამიტომაც გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია. ახლა ისევ გაკეთების დროა, ისევ აღმშენებლობის დროა“ – ამბობს სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, 31 ოქტომბრის შემდეგ, ოპონენტებმა მტრობა უნდა დაივიწყონ.
“ახლა დგება დრო, საქართველოს ხელახლა გაერთიანებისა და შეკრების. რვა წელი ივანიშვილი გვყოფდა. გაყოფა სატანისგან არის, ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ- დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, არავინ არ უნდა ჩაიდოს გულში, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი, მე ამას ნამდვილად ვიტყვი და მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა… ჩვენ გვაქვს პატიების ძალაც”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.