“დღევანდელობის ტრაგიკული მოცემულობაა, როცა სასამართლოს ტალანები ავსებულია ყოველ კალენდარულ დღეს პოლიტიკოსებით, მედიამენჯერებით, მედიამფლობელებით. ეს ეტაპი გასავლელი არის, ამ მხრივ გაგებით ვხვდები, ვიცი რა, რომ უკვე ფინიშზეა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი და რეჟიმი ამას ძლიერის პოზიციიდან არ აკეთებს. ძალიან ძლიერი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების, მაგრამ ვერ შეძლებს, ვერ გაბედავენ დაკავებას. რატომ ვერ გაბედავს იცით? ნამეტანი არის. პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება მისთვის და არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება. დაკავება უნდა, მაგრამ ვერ დააკავებს, ეს არის ჩემი ღრმა რწმენა”
ამბოს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოსთან. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება დასკვნითი სხდომა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით.