“ივანიშვილი იყო და არის ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მის გარშემო ყველა მარიონეტია”- განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს მეხუტე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„საქართველოში დღეს ეს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე „ქართული კოშმარი“ გახდა, თავიდან სულ სხვა რამ იყო. დღეს კი სრულიად სხვა პარტიაა. 2012 წლის წევრების დაახლოებით, 80% დღეს პარტიაში აღარაა. პირვანდელი კოალიციის სხვა პარტიებიც აღარ არსებობენ. ასე რომ, ეს უკვე სხვა ძალაა, მაგრამ მთავარ ფიგურას, ბატონ ივანიშვილს თუ დავუბრუნდებით, ის მაშინაც იყო, დღესაც არის და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს. სრულად ნათელია, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უბრალოდ მარიონეტია. ის აშკარად იყენებს რუსულ მეთოდებს, რუსულ ნარატივებს, რუსულ ინსტრუქციებს. რატომ? რა იყო შეთანხმება, ან რა მოხდა? ამას, ალბათ, ისტორია გვეტყვის.ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხედავთ და არა მათ ახსნას. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა, გვყავდა ადამიანები, რომლებიც მაშინაც ფიქრობდნენ თავისუფლად და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. დღესაც გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. გვყავს ახალგაზრდები, და მათ შორის თითქმის ყველა, ვინც 30 წლამდეა, ნამყოფია, ან სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ, და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.