პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში “გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა”.
“ქართული ოცნების დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა, ის, რომ ომი არ ჰქონია ქვეყანას და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის.. ქართული ოცნების და რა თქმა უნდა, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მეგობრებო. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად”,– ამბობს პრემიერი.
მისივე განცხადებით, სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ“ “ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და დაკარგეს ტერიტორიები”, ამის განმერებით გაკეთების უფლებას კი მმართველი პარტია აღარ მისცემს.