საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ ოლიგარქი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოწონების რეიტინგში 35%-ით, მე-7 ადგილზეა, ხოლო 58%-ს ის არ მოსწონს.
სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ილია მეორე – 91%%
- კახა კალაძე – 52%
- სალომე ზურაბიშვილი – 48%
- ირაკლი ღარიბაშვილი – 43%
- გიორგი გახარია – 36%
- მიხეილ სააკაშვილი – 36%
- ბიძინა ივანიშვილი – 35%
- შალვა ნათელაშვილი – 35%
- ელენე ხოშტარია – 33%
- გიორგი ვაშაძე – 33%
- ალეკო ელისაშვილი – 31%
- ირაკლი კობახიძე – 31%
- მამუკა ხაზარაძე – 29%
- შალვა პაპუაშვილი 27%
- ლევან ხაბეიშვილი – 27%
- ბადრი ჯაფარიძე – 26%
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%
- პეტრე ცისკარიშვილი – 19%
- გიგა ბოკერია – 17%
- პაატა მანჯგალაძე – 9%
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.