“ივანიშვილი ნაკრებს ულოცავს, გუნდს 30 მილიონი ლარი გადაეცემა” – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნაკრებს დაწესებული ჯილდო – 30 მილიონი ლარი გადაეცემა.
“ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.